საზოგადოება

გაეროს საჯარო სერვისების მსოფლიო ფორუმი საქართველოში 2026 წელს გაიმართება

გაეროს საჯარო სერვისების მსოფლიო ფორუმი საქართველოში 2026 წელს გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორი საქართველოს იუსტიციის სამინისტრო იქნება. ამის შესახებ იუწყება სააგენტო Sputnik-ის ქართული სამსახური.

საქართველოში ღონისძიების ჩატარების საკითხს გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა და იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განიხილეს 2023 წლის დეკემბერში აშშ-ში გამართული შეხვედრის დროს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ოფიციალური წერილი გაუგზავნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, რომელიც ადასტურებს ამ ღონისძიების 2026 წელს გამართვას.

ნახეთ მეტი
Back to top button