კულტურა

„მე მადანაშაულებდნენ სკკპ-ის 340 წევრის გაუპატიურებაში“. ფარაჯანოვი ხუმრობდა. დღეს მისი 100 წლის იუბილეა

ასი წლის წინ, 1924 წლის 9 იანვარს, ტფილისში, სომხურ ოჯახში დაიბადა ბიჭი სარგის (სერგეი) ფარაჯანოვი. მას წილად ხვდა გადაეღო შედევრად აღიარებული რამდენიმე ფილმი, ცხოვრების წლების ნაწილი გაეტარებინა საბჭოთა ციხეში, ეარსება იქ მძიმე პირობებში და გამხდარიყო მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი კინორეჟისორი.

„მე მადანაშაულებდნენ საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის 340 წევრის გაუპატიურებაში“, – ხუმრობდა ფარაჯანოვი საბჭოთა ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ინტერვიუებში. მსოფლიო კულტურის მოღვაწეებმა მას პეტიციები გაუგზავნეს. 1974 წელს დაადანაშაულეს ჰომოსექსუალიზმში. მას მიესაჯა ხუთწლიანი მკაცრი რეჟიმის კოლონია პირადი ქონების კონფისკაციით.

ფარაჯანოვი მშვიდობის კაცი იყო. თბილისში, კოტე მესხის ქუჩაზე მდებარე მის სახლს, რომელიც ერთდროულად მუზეუმს და ანტიკვარულ მაღაზიას ჰგავდა, მსოფლიო ცნობილი სახეები, მათ შორის მარჩელო მასტროიანი, ტონინო გუერა, ანდრეი ტარკოვსკი, ვლადიმერ ვისოცკი და მარინა ვლადი სტუმრობდნენ.

ნახეთ მეტი
Back to top button