პოლიტიკა

რომის პაპმა ფრანცისკემ სომხეთსა და აზერბაიჯანს სამშვიდობო ხელშეკრულების დადებისკენ მოუწოდა

რომის პაპმა ფრანცისკემ  უკრაინაში კონფლიქტის მოლაპარაკებების გზით დასრულებისკენ მოუწოდა.

„სამწუხაროდ,უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის თითქმის ორწლიანი ომის შემდეგ, ბევრი მსხვერპლისა და ნგრევის მიუხედავად, ვერ ხერხდება გონებასა და გულებში სასურველ მშვიდობის ადგილის პოვნა.

ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ ეს კონფლიქტი გაჭიანურდეს და დააზარალოს მილიონობით ადამიანი, ჩვენ უნდა დავასრულოთ მიმდინარე ტრაგედია მოლაპარაკებების გზით, საერთაშორისო სამართლის პატივისცემით“, – განუცხადა პონტიფიკმა წმინდა საყდარში აკრედიტებულ დიპლომატებს.

მან ასევე გამოთქვა შეშფოთება სამხრეთ კავკასიაში დაძაბულობისა და აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეტაკებებთან დაკავშირებით და მხარეებს სამშვიდობო ხელშეკრულების დადებისკენ მოუწოდა. ფრანცისკემ ასევე ხაზი გაუსვა დევნილთა დაბრუნების უფლებების დაცვას და სალოცავი ადგილების პატივისცემას.

ნახეთ მეტი
Back to top button