მთავარისაზოგადოება

სომხეთის იუსტიციის სამინისტრო „ნარკოდრონების“ წინააღმდეგ ისრაელის ტექნიკით იბრძოლებს

სომხეთის იუსტიციის სამინისტრო შეიძენს სპეციალურ აღჭურვილობას, რომელიც გამოყენებული იქნება სასჯელაღსრულების დაწესებულების ტერიტორიაზე ნარკოტიკების ჩამომგდები დრონების შეღწევის თავიდან ასაცილებლად. ამის შესახებ 2023 წლის შედეგების შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა იუსტიციის მინისტრმა გრიგორ მინასიანმა.

„ჩვენ უნდა შევიძინოთ სპეციალური აღჭურვილობა, როგორც ჩანს, ისრაელის წარმოების, რომელიც ხელს შეუშლის დრონების შემოსვლას სასჯელაღსრულების დაწესებულების ტერიტორიაზე“, – განაცხადა მინასიანმა.

მისივე თქმით, დრონი იძლევა ციხის ტერიტორიაზე ნარკოტიკების საკმაოდ დიდი მანძილიდან 1 კვადრატულ მეტრამდე სიზუსტით გადაყრის საშუალებას.

მინასიანმა დასძინა, რომ უკანონო ნივთების უმეტესი ნაწილი პატიმრებს ჩამბარებლების მეშვეობით მიეწოდება.

ნახეთ მეტი
Back to top button