პოლიტიკა

სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ იანვრის ბოლოს დელიმიტაციის კომისიების შეხვედრის ჩატარებაზე

სომხეთსა და აზერბაიჯანს აქვთ შეთანხმება იანვრის ბოლოს ორ ქვეყანას შორის დელიმიტაციის კომისიების შეხვედრის ჩატარების შესახებ.

ამის შესახებ სომხეთის საზოგადოებრივ ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა.

„არსებობს შეთანხმება იანვრის ბოლოს დელიმიტაციის კომისიების შეხვედრის ჩატარების შესახებ, ვიმედოვნებთ, რომ შეხვედრა გაიმართება“,- განაცხადა არმენ გრიგორიანმა.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიების ბოლო შეხვედრა გასული წლის 30 ნოემბერს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე გაიმართა. იმ შეხვედრაზე მხარეები წინასწარ შეთანხმდნენ კომისიის სხდომებისა და ერთობლივი სამუშაო შეხვედრების ორგანიზებისა და ჩატარების სამუშაო პროცედურის ტექსტზე. სომხეთი და აზერბაიჯანი ასევე შეთანხმდნენ, რომ დაიწყებენ მუშაობას საზღვრის სადემარკაციო კომისიების ერთობლივი საქმიანობის შესახებ დებულების პროექტის შეთანხმებაზე.

ნახეთ მეტი
Back to top button