პოლიტიკა

სომხეთმა უპასუხა აზერბაიჯანის მორიგ წინადადებებს სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტთან დაკავშირებით

4 იანვარს სომხეთმა უპასუხა აზერბაიჯანის წინადადებებს სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტთან დაკავშირებით.

ამის შესახებ სომხეთის საზოგადოებრივ ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა.

„4 იანვარს სომხურმა მხარემ უპასუხა აზერბაიჯანის მხარის წინადადებებს სამშვიდობო ხელშეკრულებასტან დაკავშირებით. მათ წინადადებებს ორ კვირაში ვუპასუხეთ. ახლა ველოდებით აზერბაიჯანის პასუხს“,- აღნიშნა გრიგორიანმა.

მან დასძინა, რომ არის საკითხები, რომლებზეც მოლაპარაკებებში პროგრესი არ ყოფილა. „მოველით, რომ ამ საკითხებშიც მალე შევძლებთ პროგრესის მიღწევას. ის საკითხები, რომლებიც რჩება, რისთვისაც გადაწყვეტილებები ვერ ვიპოვეთ, მოველით, რომ გაცვლითი და მოლაპარაკებების გზით შესაძლებელი გახდება მათი საბოლოო დასრულება და სამშვიდობო ხელშეკრულებას რაც შეიძლება მალე მოეწერება ხელი“,- განაცხადა გრიგორიანმა.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა 27 დეკემბერს განაცხადა, რომ მათ რამდენიმე დღის წინ მიიღეს აზერბაიჯანის რიგითი წინადადებები სამშვიდობო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, რომელსაც შეისწავლიან და სათანადო რეაგირებას მოახდენენ.

ნახეთ მეტი
Back to top button