კულტურა

ბაქო, რომელსაც მხარს უჭერს თურქეთი და რუსეთი, გრძნობს დაუსჯელობას სომხური ძეგლების განადგურებისას

აზერბაიჯანი ორი გზით მოქმედებს, პირველი არის სომხური მემკვიდრეობის მითვისება, მეორე კი პირდაპირი განადგურება. ამის შესახებ NEWS.am-თან ინტერვიუში Monument Watch-ის პროგრამის სამეცნიერო ხელმძღვანელმა ჰამლეტ პეტროსიანმა აღნიშნა.

„1960-იან წლებში აზერბაიჯანელები ანადგურებდნენ ეკლესიებს, ან  მათი მასალებით აშენებდნენ სკოლებს და სახლებს. ახლა, როცა თვალთვალის შესაძლებლობები ძალიან დიდია, აზერბაიჯანი ცდილობს წარმოაჩინოს ის ძეგლები, რომლებიც სიმბოლურია და ვერ ანადგურებს, ამიტომ ისინი მათ აცხადებენ არასომხურად.  დასაბუთებად მოჰყავს ალბანური საკათოლიკოსო  ფაქტორი. იმ საკათოლიკოსოში  შედიოდა არცახი, უტიკი,  გეღარქუნიკისა და სიუნიქის ზოგიერთი მხარეც. ამ საკათალიკოსოში შედიოდა მტკვრიდან არაქსამდე ტერიტორიაზე მცხოვრები სომეხი მოსახლეობა. ამ საკათოლიკოსოს მოსახლეობა  სომხები იყვნენ, სომხურად ლაპარაკობდნენ და წერდნენ. ეს ეკლესია ძალზე აყვავებული იყო და სომეხი მთავრები მას საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდნენ. დღესაც არის რამდენიმე საკათოლიკოსო, მაგრამ ეს არ მოქმედებს სასულიერო პოსტულატებზე, რიტუალურ ცერემონიებზე და არქიტექტურაზე.

აზერბაიჯანი ახლა ცდილობს გაანადგუროს ის, რაც არ ჩანს, ერთი მხრივ, მეორე მხრივ კი დიდ ძეგლებს არასომხურად წარმოაჩენს. მაგრამ ის ასევე იყენებს მესამე ბერკეტს, აქ ისისნი აღნიშნავენ, რომ  სომხებმა დაიკავეს აზერბაიჯანის ტერიტორია და აღმართეს ძეგლები. მათი თქმით, ეს ძეგლები ოკუპანტის მიერაა აშენებული და უნდა დაინგრეს.   ამას არ მალავენ. დემონსტრაციულად ანგრევენ განმათავისუფლებელი ბრძოლის შემდეგ არცახში აშენებულ ძეგლებსა და ხაჩკარებს,“ – განაცხადა მან.

ჰამლეტ პეტროსიანის თქმით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება რელიგიური თავისუფლების შესახებ ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის ხაზს უსვამს არა მარტო მატერიალიზებული  ძეგლებისადმი  არცახში მიყენებულ ზიანს, არამედ რელიგიური თემების მიმართ პოლიტიკას. „აზერბაიჯანი ასობით წლის განმავლობაში სომხების კუთვნილ სომხურენოვან ძეგლებს წარმოგვიჩენს ალბანურ საკუთრებად და აქ შეჰყავს უდიელები, რომლებმაც საერთოდ არ იციან რა არის საეკლესიო რიტუალი. ეს ნამდვილად სერიოზული ზიანია სომხური რელიგიური თემისთვის“, – აღნიშნა მან.

ჰამლეტ პეტროსიანმა შენიშნა, რომ სექტემბრის მოვლენების შემდეგ აშშ-მა აზერბაიჯანის მიმართ გარკვეულწილად მკაცრი პოზიცია დაიკავა. „მსოფლიოში არც ერთ დიდ ძალას არ მიუქცევია იმდენი ყურადღება არცახის ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობისათვის, როგორც აშშ-ს. რა შედეგი მოჰყვება ძნელი სათქმელია, რადგან აზერბაიჯანი თურქეთისა და რუსეთის მხარდაჭერით თავს დაუსჯელად გრძნობს და სწორედ ამიტომ გამოეხმაურა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას, რომ აშშ მიმართავს ორმაგ სტანდარტებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მსოფლიოს ძლევამოსილ ადამიანებს აღარ აქვთ ბერკეტები, რომ წესრიგი დაამყარონ აზერბაიჯანში. მაგრამ ჩვენ არ უნდა ვიჯდეთ ჩუმად, უნდა გავაკეთოთ ის, რაც შეგვიძლია. ჩვენ აუცილებლად მივიღებთ  გარკვეულ შედეგებს“, – განაცხადა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button