საზოგადოება

ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში  სომხეთის კანდიდატებსა და მეცნიერებათა დოქტორებს აღიარებენ

სამეცნიერო ხარისხები არ არის ერთნაირი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრ ქვეყნებში. განაცხადა სომხეთის განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის მოადგილემ არტურ მარტიროსიანმა. ამის შესახებ წერს RADAR-ი.

მან აღნიშნა, რომ სომხეთი მიდის სამეცნიერო წოდებების ერთდონიანი სისტემისკენ. ახალი კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“ დაარეგულირებს ამ საკითხს.  ჩვენ მივდივართ ისე, რომ დოქტორები და მეცნიერებათა კანდიდატები განთავსდებიან ერთ ხარისხში, როგორც ეს არის თანამედროვე, მოწინავე დასავლური გამოცდილება“, – განაცხადა მან.

მინისტრის მოადგილემ პარლამენტის კომიტეტში შესაბამისი შეთანხმების წარდგენისას აღნიშნა, რომ მისი რატიფიცირების შემდეგ სომხეთის მეცნიერებათა კანდიდატი ან დოქტორანტი უკვე აღიარებული იქნება ევრაზიის ეკონომიკურ კავშირის ქვეყნებშიც.

ნახეთ მეტი
Back to top button