პოლიტიკა

სომხეთის კეთილდღეობა მხოლოდ ევროპასთან არის შესაძლებელი -საბერძნეთის სს მინისტრი

სომხეთი ისტორიულად ევროპის მნიშვნელოვანი ნაწილია. ამის შესახებ ერევანში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა იორგოს გერაპეტრიტისმა 10 იანვარს ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

ბერძენმა მინისტრმა აღნიშნა, რომ მისი  ქვეყნის ხელისუფლება მზადაა  მხარი დაუჭიროს სომხეთის მთავრობას და ხალხს.

მისი თქმით, სომხეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების განვითარება და გაღრმავება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სომხეთის რესპუბლიკის კეთილდღეობის გაზრდის თვალსაზრისით. „ეს ასევე მნიშვნელოვანია ევროპისთვის. სომხეთი ევროპის მნიშვნელოვანი ნაწილია. ასე იყო  ისტორიულადაც“, – ხაზგასმით აღნიშნა გერაპეტრიტისმა.

ბერძენმა მინისტრმა აღნიშნა, რომ ნაბიჯები თანმიმდევრულუდა გაკეთდება. დახმარების მაგალითად მან მოიყვანა ის მოსამზადებელი სამუშაოები, რომლებსაც ახორციელებს საბერძნეთის მთავრობა  მთიანი ყარაბაღიდან იძულებით გადაადგილებული სომხების საბინაო პროგრამის სისრულეში მოყვანის  მიზნით.  

ნახეთ მეტი
Back to top button