საზოგადოება

ურალის ავიახაზები აღადგენს ფრენებს ერევნის მიმართულებით

ურალის ავიახაზები სომხეთის მიმართულებით ფრენებს 13 იანვრიდან აღადგენს. ინფორმაციას ავიაკომპანიის პრესსამსახური ავრცელებს.

„ურალის ავიახაზები ორწლიანი პაუზის შემდეგ აღადგენს სომხეთის მიმართულებით ფრენებს ეკატერინბურგიდან, მოსკოვიდან და სოჭიდან“, – ნათქვამია განცხადებაში.

მოსკოვის „დომოდედოვოს“ აეროპორტიდან ერევნის მიმართულებით და საპირისპირო მიმართულებით ფრენები 13 იანვრიდან ყოველდღიურად შესრულდება. ეკატერინბურგიდან ერევნის მიმართულებით ფრენები მომდევნო შაბათიდან კვირაში სამჯერ განახლდება. ფრენები სოჭიდან ერევნის მიმართულებით და პირიქით 16 იანვრიდან კვირაში ორჯერ იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ ურალის ავიახაზებმა სომხეთის მიმართულებით ფრენები 2022 წლის მარტიდან შეწყვიტეს.

ნახეთ მეტი
Back to top button