კულტურა

გაიმართა ფარაჯანოვისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი კონკურსის დაჯილდოების ცერემონია

9 იანვარს, ცნობილი კინორეჟისორის, სერგეი ფარაჯანოვის დაბადების დღეს, თბილისის საკრებულოში ფარაჯანოვისადმი მიძღვნილი ტრადიციული შემოქმედებითი კონკურსის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში სომხეთის საელჩო ავრცელებს.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ თბილისის საკრებულოს პრეზიდენტი გიორგი ტყემალაძე და სომხეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში აშოტ სმბატიანი.

სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ სერგეი ფარაჯანოვის დაბადებიდან 100 წლის იუბილე შესულია იუნესკოს ცნობილ ადამიანთა 2024-2025 წწ. კალენდარში სომხეთის, საქართველოსა და უკრაინის ერთობლივი განაცხადის მეშვეობით, რაც დიდი კინორეჟისორის მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის განუყოფელ ნაწილად ყოფნის კიდევ ერთი მტკიცებულებაა.

ფარაჯანოვის გენიალურობასა და შემოქმედებით ორიგინალურობაზე საუბრისას სრ ელჩმა ხაზი გაუსვა ამ უკანასკნელის როლს სომეხი და ქართველი ხალხების ათასწლიანი მეგობრობის განმტკიცების საქმეში. სომხეთის ელჩმა მადლობა გადაუხადა თბილისის საკრებულოს ხელმძღვანელობას ღონისძიების მასპინძლობისთვის, ასევე ორგანიზატორებს – არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სომეხთა კავშირს“ და ერევნის სერგეი ფარაჯანოვის მუზეუმს.

ნახეთ მეტი
Back to top button