პოლიტიკა
შეერთებული შტატები გააგრძელებს მტკიცე მხარდაჭერას ღირსეული და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად
ერევანში ვიზიტის დროს, ლუ ბონო, კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში უფროსი მრჩეველი, შეხვდა სომხეთის რესპუბლიკის მაღალჩინოსნებს, რათა განეხილათ სომხურ-ამერიკული თანამშრომლობის გაფართოება, ასევე რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების ძალისხმევა. ამის შესახებ აშშ-ის საელჩოს ფეისბუქ გვერდი იუწყება.
„აშშ გააგრძელებს მტკიცე მხარდაჭერას ღირსეული და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევის მცდელობებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.