პოლიტიკა

ალიევი აგრძელებს ულტიმატუმების წაყენებას და სომხეთის შანტაჟს „ზანგეზურის დერეფნით“

„თუ ზანგეზურის დერეფანი არ გაიხსნება, ჩვენ არ ვაპირებთ სომხეთთან საზღვრის გახსნას სხვაგან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სომხეთი ამით უფრო მეტ ზიანს მიიღებს, ვიდრე სიკეთეს“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში.

„აზერბაიჯანელებმა არ უნდა გაიარონ სასაზღვრო ან საბაჟო კონტროლი აზერბაიჯანიდან აზერბაიჯანში მოგზაურობისას (ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკა – რედაქტორის შენიშვნა). არის მარშრუტი მეღრით, საბჭოთა დროს არსებობდა: რკინიგზა მუშაობდა, საავტომობილო გზა შენდებოდა. ეს მარშრუტი უნდა იყოს უზრუნველყოფილი. თუ სომხეთი ჩვენს პირობას არ შეასრულებს, მაშინ ჩვენ არ ვაპირებთ სომხეთთან საზღვრის გახსნას და ისინი სამუდამოდ დარჩებიან რეგიონში ჩიხად“, – დასძინა მან.

საერთაშორისო შუამავლებისთვის ცხადი უნდა იყოს, რომელი მხარის ბრალით ჯერ კიდევ არ არსებობს სამშვიდობო შეთანხმება, მიუხედავად არცახში განხორციელებული ეთნიკური წმენდისა, ალიევის მოთხოვნები ადასტურებს, რომ მისი მიზანი იყო არა მხოლოდ მთიანი ყარაბაღი, არამედ თავად სომხეთი.

ნახეთ მეტი
Back to top button