ამერიკელი სომეხი პაოლო პირჯანიანის კომპანიის მიერ წარმოებულმა რობოტმა ლას-ვეგასში ჯილდო მოიპოვა
ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტი ითვლება რევოლუციურ ტექნოლოგიად ბავშვის განვითარების სფეროში.
ამერიკელი სომეხი პაოლო პირჯანიანის “Embodied”-ის მიერ წარმოებულმა რობოტმა Moxie მიიღო მთავარი პრიზი “ხელოვნური ინტელექტის” კატეგორიაში ლას-ვეგასში სამომხმარებლო ელექტრონიკის საერთაშორისო გამოფენის CES 2024-ის ინოვაციური დაჯილდოების ცერემონიალზე. ინფორმაციას სრ მაღალტექნოლოგიური მრეწველობის სამინისტრო ავრცელებს.
აღნიშნულია, რომ რობოტი Moxie 2016 წელს შეიქმნა და მისი ხელოვნური ინტელექტით ითვლება რევოლუციურ ტექნოლოგიად ბავშვის განვითარების სფეროში.
„რობოტი განკუთვნილია ფიზიკური და სხვა პრობლემების მქონე 5-10 წლის ბავშვებისთვის. მოქსი ასწავლის ბავშვებს კომუნიკაციას მათი ემოციური თვისებების განვითარებით. მოწინავე ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, Moxie იყენებს სპეციალურ მიდგომას, რომელიც ეხმარება ბავშვს თამაშის მეშვეობით ისწავლოს განვითარების ძირითადი უნარები“, – ნათქვამია წერილში.
რობოტი ასევე საშუალებას გაძლევთ აპლიკაციის საშუალებით თვალი ადევნოთ ბავშვის განვითარების ეტაპებს.