კულტურა

გამოფენა პარიზში  –  “მთიანი ყარაბაღი: სომხური მემკვიდრეობა რისკის ქვეშ”

პარიზის ცნობილ ბასტილიის მოედანზე, პარიზის მუნიციპალიტეტმა და კათოლიკურმა ორგანიზაციამ “L’Œuvre d’Orient” ერთობლივად მოაწყვეს ღია ცის ქვეშ გამოფენა სახელწოდებით “მთიანი ყარაბაღი: სომხური მემკვიდრეობა რისკის ქვეშ”, რომლის ძირითადი ნაწილია 30 ექსკლუზიური ფოტო.  ცნობას ავრცელებს საფრანგეთში სომხეთის საელჩო.

„გამოფენის ოფიციალურ გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას სომხეთის ელჩმა საფრანგეთში, ჰასმიკ ტოლმაჯიანმა მადლობა გადაუხადა პარიზის მუნიციპალიტეტს და კათოლიკურ ორგანიზაცია „L’Œuvre d’Orient“-ს მუდამ სომხეთისა და სომეხი ხალხის გვერდით ყოფნისთვის და აღნიშნა,  რომ გამოფენის ორგანიზება ამ სოლიდარობის კიდევ ერთი გამოვლინებაა.

სომხეთის ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის ეთნიკური წმენდის განხორციელების შემდეგ, ახლა აზერბაიჯანი მიმართავს ღონისძიებებს  იქ სომხური ყოფნის კვალის აღმოსაფხვრელად, რაც ფოტოებზე ასახული ეკლესიების, ძეგლებისა და მონმენტების მეტყველი  მტკიცებულებაა. ამ კონტექსტში მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო ძალისხმევის განხორციელებაზე მთიანი ყარაბაღის სომხური ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციისა და შენარჩუნების მიმართულებით.

გამოფენას ესწრებოდნენ და სიტყვით გამოვიდნენ პარიზის მერის მოადგილეები არნო ნგჩა და კარინ როლანი, კათოლიკური ორგანიზაციის “l’Œuvre d’Orient” პრეზიდენტი ჟან-ივ ტოლო, ამავე ორგანიზაციის გენერალური დირექტორი მისი მადლი პასკალ გოლნიში, ასევე მთიანი ყარაბაღის წარმომადგენელი საფრანგეთში.

ნახეთ მეტი
Back to top button