საზოგადოება

გარდმან-შირვან-ნახიჯევანის კავშირი ალიევის მომხრე განცხადებებს გამოეხმაურა

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ბოლო განცხადებებს გამოეხმაურა გარდმან-შირვან-ნახიჯევანის პანსომეხური კავშირი და ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტი აგრძელებს ექსპანსიონისტურ რიტორიკას. გაერთიანების განცხადებას „არმენპრესი“ წარმოგიდგენთ.

„აზერბაიჯანის პრეზიდენტი აგრძელებს ექსპანსიაზე  ორიენტირებულ რიტორიკას. სახელმწიფო, რომელმაც ანექსია მოახდინა  დაიკავა სომხეთთან და სომხურ ტერიტორიებთან დაკავშირებული ტერიტორიები, როგორიცაა სომხური ნახიჩევანი, ისტორიული გარდმანი და ბოლოს მთიანი ყარაბაღი, ფარისევლად საუბრობს ისტორიულ უსამართლობაზე.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ისტორიის ცოდნა და მათი ინტერპრეტაციები დამატებით განმარტებებს მოითხოვს. კერძოდ, ეხება ალიევის იმ პრეტენზიას, რომ 1918 წლის  28 მაისს აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ქალაქი ერევანი სომხეთს გადაეცა. შეძლებს თუ არა მთელი აზერბაიჯანული ისტორიოგრაფია უპასუხოს შემდეგ კითხვას? რომელი ძალის კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა 1918 წ. ერევანი  და არსებობდა თუ არა ამ რეგიონში მრავალი ათასი წლის ისტორიის მანძილზე სახელმწიფო სახელწოდებით „აზერბაიჯანი“,  რომელიც მოიცავდა ერევანს და  ამ ტერიტორიის რომელიმე დასახლებას. პასუხი ძალიან მარტივია. ერევანი, რომლის სომხურობას არა მარტო სომხური, არამედ მრავალი უცხოური წყაროც მოწმობს, 1918 წ. მაისში ის სომხეთის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა, რომლებიც მართლაც გმირულ ბრძოლას აწარმოებდნენ ერევანში ოსმალეთის არმიის წინააღმდეგ.

სხვა პრობლემაა, ჰქონდა თუ არა სახელმწიფოდ ახლად გამოცხადებულ აზერბაიჯანს საკმარისი შესაძლებლობა ერევანზე ან საერთოდ რომელიმე ტერიტორიაზე დამოუკიდებლად გამოეცხადებინა პრეტენზია, მაშინ როცა ბაქოც კი არ იყო აზერბაიჯანის მარიონეტული მთავრობის კონტროლის ქვეშ და პირველი დედაქალაქი განძაკიც კი. სამართლიანობის აღდგენისათვის უნდა აღინიშნოს, რომ 2018 წლის 17 ივნისს სწორედ ნური ფასას ბრძანებით იქნა გაუქმებული პირველი მრავრობა, რომელსაც ხან ხოისკი ხელმზღვანელობდა, ხოლო ახალ მტავრობას არ ჯყავდა სამხედო ხელმძღვანელი და მისი ფუნქცია შეიტავსა ნური ფაშამ.

შეუძლია თუ არა აზერბაიჯანის პრეზიდენტს გულწრფელად უპასუხოს კითხვას, თუ რა იყო სინამდვილეში აზერბაიჯანი, თუ არა ოსმალეთის იმპერიის ოკუპაციის ქვეშ მყოფი ტერიტორია, იმ შემთხვევაში, თუ სომხეთში მებრძოლი სომხური არმია დამოუკიდებლად მოიპოვებდა დამოუკიდებლობას?

ერევნის, როგორც  აზერბაიჯანულ ქალაქზე საუბრისას, აზერბაიჯანის პრეზიდენტი თითქოს შეგნებულად ივიწყებს სომხური კულტურული მემკვიდრეობის მძლავრ უწყვეტობას, რომელიც საერთაშორისოდ არის დაფიქსირებული ერევანში და მთელ სომხურ მთიანეთში. იმავდროულად, „აზერბაიჯანელზე“ საუბრისას აზერბაიჯანის პრეზიდენტს ვურჩევდით, სამართლიანად დააკონკრეტოს, რომელ კულტურას გულისხმობს ამ ფორმულირებით: სპარსულს, არაბულს, კავკასიურს, სომხურს თუ უნივერსალურ  მუსულმანურს.

ამიტომ, მოვუწოდებთ აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ღრმად შეისწავლოს ისტორიული წარსული სხვა სახელმწიფოს სუვერენულ ტერიტორიასთან დაკავშირებით ფანატიკურ განცხადებების გაკეთებამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში გაკეთებული გეოპოლიტიკური განცხადებები გასართობი ტრაქტატის შთაბეჭდილებას ტოვებს, რომელიც დაჩრდილულია მილიტარიზაციისა და სისტემატური გამოცდილებით. ადამიანის უფლებების დარღვევით და  ძალის და ტირანიის რეპროდუქციის იდეის დომინირებით.

ნახეთ მეტი
Back to top button