მთავარისაზოგადოება

ნიკოლ ფაშინიანი – ჩვენი მიზანი უნდა იყოს ვიყოთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა

მსოფლიოში ცნობილი ანალიტიკური და საინფორმაციო პორტალის NUMBEO-ს მიერ 2023 წელს წარმოდგენილი „დანაშაულისა და უსაფრთხოების ინდექსის“ მიხედვით, სომხეთი მე-7 ადგილზეა 142 შესწავლილ ქვეყანას შორის (2022: 8, 2018: 18). ერევანი, თავის მხრივ, 416 ქალაქიდან 20 ყველაზე უსაფრთხო ქალაქს შორისაა და რეგიონში პირველია.

ARMENPRESS -ის  ინფორმაციით, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცნობეს, სადაც სამინისტროს 2023 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

პრემიერმა ფაშინიანმა კმაყოფილება გამოთქვა დაფიქსირებული შედეგებით და აღნიშნა: „რა თქმა უნდა, ეს მონაცემები ძალიან კარგია, ამ ეტაპზე გვაკმაყოფილებს. სამწუხაროდ, ამ ორგანიზაციის თვალსაზრისით ჯერ კიდევ მხოლოდ მე-7 ადგილზე ვართ შიდა უსაფრთხოების მხრივ, ეს ნიშნავს, რომ ამოცანა უნდა დავისახოთ უფრო მარალი მაჩვენებლების მისაღწევად და ჩვენი მიზანი უნდა იყოს ვიყოთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა. იგივე ითქმის დედაქალაქ ერევანზეც“.

ნახეთ მეტი
Back to top button