სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საფრანგეთის ახლად დანიშნულ პრემიერ მინისტრს გაბრიელ ატალს მილოცვა გაუგზავნა. ARMENPRESS-ის ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატი ავრცელებს.
ფაშინიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთი უაღრესად აფასებს საფრანგეთის მნიშვნელოვან თანმიმდევრულ ძალისხმევას ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარი გეოპოლიტიკური გამოწვევების დაძლევისა და რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების პროცესში.
„მადლობელი ვარ სომხეთთან დაკავშირებული საკითხებისადმი თქვენი მუდმივი ყურადღებისთვის და სომეხი ხალხის მიმართ თბილი და მეგობრული დამოკიდებულებისთვის.
მოხარული ვიქნები მიგიწვიოთ სომხეთში ოფიციალური ვიზიტით, რაც მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს მაღალი დონის ვალდებულებებს ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით.
კიდევ ერთხელ გილოცავთ საფრანგეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებას და გისურვებთ წარმატებებს თქვენს ინიციატივებში, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი ღრმა პატივისცემა, ბატონო პრემიერო“,- აღნიშნულია მილოცვაში․