საერთაშორისო

პეტერბურგის სასამართლომ “აზერბაიჯანული მაფიის” ლიდერი მამედოვი პატიმრობაში დატოვა

სანქტ-პეტერბურგის ოქტიაბრსკის რაიონულმა სასამართლომ „აზერბაიჯანული მაფიის“ ხელმძღვანელს, თურალ მამედოვს აღკვეთის ღონისძიების ვადა გაუხანგრძლივა. ამის შესახებ სანქტ-პეტერბურგის სასამართლოების ერთობლივი პრესსამსახურის ტელეგრამის არხი იტყობინება.

„გამოძიებამ აჩვენა, რომ მამედოვს განსაკუთრებული ცინიზმითს დანაშაულის ჩადენაში ედება ბრალი“, – ნათქვამია ანგარიშში.

აღნიშნულია, რომ მამედოვმა და მისმა დაცვამ აღკვეთის ღონისძიების გაგრძელების წინააღმდეგ პროტესტი განაცხადეს  და შინაპატიმრობა მოითხოვეს. ბრალდებული ამტკიცებდა, რომ დამალვას არ აპირებდა.

ნახეთ მეტი
Back to top button