ჩეხეთმა სომხეთის ატომურ ელექტროსადგურს მობილური დიზელის გენერატორის აღჭურვილობის პირველი პარტია მიაწოდა
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის “სომხეთის ბირთვული ოპერატორის მხარდაჭერა” ფარგლებში, ჩეხეთის რესპუბლიკის ES Group Europe კომპანიამ სომხეთის ატომური ელექტროსადგურს მიაწოდა სპეციალური დაკვეთით დამზადებული მობილური დიზელის გენერატორის ნაკრების (DGE) მოწყობილობების პირველი პარტია. ინფორმაციას სომხეთის ატომური ელექტროსადგური ავრცელებს.
„მხარდაჭერა ხორციელდება ევროპული მეთოდოლოგიის სტრეს ტესტის ღონისძიებების ფარგლებში, რომელიც ჩატარდა ატომური ელექტროსადგურზე ფუკუშიმას ავარიის შემდეგ და მიზნად ისახავს ატომური ელექტროსადგურის შესაძლო ბირთვული და რადიოლოგიური ავარიული სიტუაციებისთვის მზადყოფნის გაზრდას. კომპლექტის მიწოდების დასრულების შემდეგ მნიშვნელოვნად გაოზრდება ატომური ელექტროსადგურის ექსპლუატაციის უსაფრთხოების დონე“, – ნათქვამია შეტყობინებაში.