სპორტი

ედგარ სევიკიანი სავარაუდოდ უნგრულ “ფერენცვაროშში” გადავა

სომხეთის საფეხბურთო ეროვნული ნაკრებისა და რუსული “პარი ნნ”-ის ფეხბურთელი ედგარ სევიკიანი, სავარაუდოდ, უნგრეთის ჩემპიონატში გადავა.

„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ რუსული მასმედია წერს. პერიოდული გამოცემების ცნობით, სევიკიანი უნგრეთის “ფერენცვაროშის” შემადგენლობაში შევა. კლუბი მზადაა გადაიხადოს სომეხი ფეხბურთელის გადადგომის საფასური, რომელიც არის 1,1 მილიონი ევრო.

მიმდინარე სეზონში სევიკიანმა “პარი NN”-ის შემადგენლობაში 18 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 4 გოლის ავტორი გახდა.

ნახეთ მეტი
Back to top button