მთავარიპოლიტიკა

„ვპირდები ფულად ჯილდოს“. ფაშინიანი „ზანგეზურის დერეფნის“ შესახებ

სრ პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ფულად ჯილდოს ჰპირდება, ვინც 9 ნოემბრის განცხადებაში იპოვის ფრაზას „ზანგეზურის დერეფანი“. ამის შესახებ მან პარტია „სამოქალაქო შეთანხმების“ საინიციატივო ჯგუფის სხდომაზე განაცხადა.

სრ პრემიერ-მინისტრის თქმით, აზერბაიჯანიდან ამბობენ, რომ ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ 2020 წ. 9 ნოემბრის განცხადებაში ასევე უნდა ჩაიწეროს „ზანგეზურის დერეფანი“ და რომ რუსეთის ფედერაციამ უნდა უზრუნველყოს ამ გზების უსაფრთხოება.

„2020 წელს 9 ნოემბრის განცხადებაში არც ერთი მათგანი არ წერია. არსად წერია, რომ რუსეთის ფედერაციამ უნდა უზრუნველყოს რაიმე კომუნიკაციის უსაფრთხოება სომხეთის რესპუბლიკის ნებისმიერ ტერიტორიაზე. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ სამი წელია აზერბაიჯანი სამმხრივ დეკლარაციაზე მითითებით ავითარებს საუბარს „ზანგეზურის დერეფანზე“. ვინც 9 ნოემბრის განცხადებაში იპოვის ფრაზას „ზანგეზურის დერეფანი“, ფულად ჯილდოს გპირდებით“, – განაცხადა ფაშინიანმა.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 9 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, სრ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ერთობლივი განცხადება მიიღეს საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ.

სამმხრივ განცხადებაში კონკრეტულად იყო აღნიშნული, რომ სომხეთი უზრუნველყოფს სატრანსპორტო კავშირს აზერბაიჯანის დასავლეთ რეგიონებსა და ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 10 იანვარს განაცხადა, რომ თუ „ზანგეზურის დერეფანი“ არ გაიხსნება, სომხეთთან საზღვარი სხვაგან არ გაიხსნება.

ნახეთ მეტი
Back to top button