საზოგადოება

რატომ არის წამლების ფასი სომხეთში უფრო მაღალი ვიდრე საქართველოში? ანაჰიტ ავანესიანმა დაასახელა მიზეზები

სომხეთში ზოგიერთი წამლის ფასი გარკვეულწილად მაღალია, ვიდრე, მაგალითად, საქართველოში, ქვეყანაში მედიკამენტერბზე დამატებული ღირებულების გადასახადის გამო.
ამის შესახებ განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ანაჰიტ ავანესიანმა გამართულ პრესკონფერენციაზე მედიკამენტების ფასებზე საუბრისას.
„რადგან სომხეთს აქვს დამატებული ღირებულების გადასახადი მედიკამენტებზე, ისინი გარკვეულწილად უფრო მაღალია, ვიდრე საქართველოში. მასზე გავლენას ახდენს ისიც, რომ სომხეთი საკმაოდ მცირე ბაზარია და ამ ბაზარზე სამედიკამენტო ორგანიზაციების საფასო პოლიტიკა განსხვავდება დიდი ბაზრებისგან. არის მთელი რიგი გარემოებები, რომლებიც გარკვეულწილად ხელს უწყობს ზოგიერთი მედიკამენტის გაძვირებას“, – განაცხადა მინისტრმა.
თუმცა, ავანესიანის დარწმუნებით, დაგეგმილი რეგულირების მექანიზმები მედიკამენტების ფასებზეც აისახება, ანუ მედიკამენტები გაცილებით ხელმისაწვდომ და კონკურენტულ ფასებში იქნება შეძენილი. შედეგად, სახელმწიფოც და მოქალაქეც წამლებში ნაკლებს გადაიხდიან.

ნახეთ მეტი
Back to top button