ოპოზიციონერი დეპუტატი აზერბაიჯანთან მშვიდობის პირობებს ვერ ხედავს
სომხეთის ეროვნული ასამბლეის ოპოზიციური ფრაქციის „ჰაიასტანის“ ლიდერი სეირან ოჰანიანი სამშვიდობო დღის წესრიგს ცალმხრივად მიიჩნევს. დეპუტატი თავის აზრს იმით აყალიბებს, რომ აზერბაიჯანი მუდმივად ახალ მოთხოვნებს უყენებს სომხეთს.
„Armenpress“-ის ინფორმაციით, ასეთი პოზიცია ოჰანიანმა პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბარში აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ბოლო დღეების რიტორიკაზე ისაუბრა.
„2020 წლის ომში წარმატების მიღწევის შემდეგ, თურქულ-აზერბაიჯანული ტანდემი აგრძელებს სომხეთზე ზეწოლას, აგრძელებს სომხეთთან იძულების ენით ლაპარაკს“, – განაცხადა ოჰანიანმა.
ამ კონტექსტში დეპუტატი მშვიდობის დღის წესრიგს მოტყუებად მიიჩნევს.
„ეს დღის წესრიგი ცალმხრივია. ეს არის მშვიდობის დაწესება სომხეთისთვის მტრის მიერ. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ ალიევის რიტორიკა არც კი შეცვლილა, რადგან ის სომხეთს ყოველ ეტაპზე განუწყვეტლივ ახალ მოთხოვნებს უყენებს“, – განაცხადა მან.
ოჰანიანის თქმით, დღეს აზერბაიჯანთან მშვიდობის პირობები არ არსებობს. დეპუტატი ხაზს უსვამს, რომ აზერბაიჯანმა ჩაიდინა გენოციდი მთიანი ყარაბაღის სომხების წინააღმდეგ მთიანი ყარაბაღის სომხების გასახლების მიზნით.