საერთაშორისო

სოკარის ყოფილი ხელმძღვანელი  COP29 სკანდალის ცენტრში

წელს ბაქოში გაიმართება კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული კონფერენცია COP29, რომელივ ტარდება გაეროს კლიმატის ცვლილებების კონვენციის  ფარგლებში.  ამ მოვლენამ საპროტესტო ტალღა წარმოშვა  ეკოლოგიისა  და ბუნების დაცვის სპეციალისტების წრეში. ამის შესახებ წერს NEWS.AM-ი.

სპეციალისტები აპროტესტებენ ამ გადაწყვეტილებას, რადგანაც აზერბაიჯანის მშპ 40 % და ექსპორტის 90 % მოდის გაზისა და ნავთის მრეწველობაზე. გარდა ამისა ბაქომ განაცხადა, რომ ნავთისა და გაზის მოპოვებას გაზრდიდა 33 %-ით.

თუმცა აზერბაიჯანის მასპინძლობასთან დაკავშირებული სკანდალი ამით არ შემოიფარგლება. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ფორუმის პრეზიდენტად აირჩიეს აზერბაიჯანის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი მუხტარ ბაბაევი, რომელიც პოლიტიკური კარიერის დაწყებამდე 26 წელი მუშაობდა აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-ში  და მოახერხა კომპანიის ვიცე პრეზიდენტიც გამხდარიყო.

ნახეთ მეტი
Back to top button