საერთაშორისო

ღარიბაშვილი ჩინეთის ელჩს შეხვდა

როგორც „ფორმულა“ წერს, საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, “შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორი ქვეყნის მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს, რაც გასულ წელს სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გაღრმავდა, ასევე, თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს”. 

“მხარეებმა კიდევ ერთხელ მაღალი შეფასება მისცეს გასულ წელს, პეკინში ვიზიტის დროს, საქართველოს პრემიერმინისტრსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტს, სი ძინ პინს შორის გამართულ შეხვედრას, მის მნიშვნელობას საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებში. ისაუბრეს აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში მხარეთა მიერ განსაზღვრული გეგმების რეალიზაციის საკითხებზე. 

ელჩმა პრემიერმინისტრს მიაწოდა ინფორმაცია ტაივანში გამართული ე.წ არჩევნების შესახებ, რაზეც პრემიერმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა ერთიანი ჩინეთის პრინციპისადმი. მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა” – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button