მთავარიპოლიტიკა

  “ჩვენ ვავითარებთ ჯარს“ – სომხეთის  ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე

სომხეთს არც ერთი ქვეყნის მიმართ ტერიტორიული პრეტენზია არ აქვს, მაგრამ ავითარებს თავის არმიას და საჭიროების შემთხვევაში თავს ბოლომდე დაიცავს.

ამის შესახებ სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომელიც აზერბაიჯანის მხრიდან ბოლო განცხადებების ტერიტორიული მოთხოვნების ფონზე შესაძლო ომის საკითხს ეხება.

„რა ტქმა უნდა სომხეთის რესპუბლიკა არ ფიქრობს იმას, რომ სულ მშვიდობა იქნება, ამიტომაც  ჩვენ გვყავს ჯარი, ვავითარებთ ჯარს, თუ საჭირო იქნება ჩვენ ბოლომდე დავიცავთ თავს. მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ თავდასხმას რომელიმე ქვეყანაზე და არ გვაქვს ტერიტორიული პრეტენზია არც ერთ ქვეყანასთან“, – განაცხადა სიმონიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button