პოლიტიკა

ირანოლოგი. ირანისთვის ჩრდილოეთისკენ ყველაზე უსაფრთხო გზა სომხეთის გავლით გადის

ირანის ჩრდილოეთით ყველაზე უსაფრთხო გზა სომხეთის გავლით გადის. ამის შესახებ NEWS.am-თან საუბარში განაცხადა სომხეთ-ირანის თანამშრომლობის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა პუია ჰოსეინმა.

მან განმარტა, რომ ირანს არ სურს დამოკიდებული იყოს აზერბაიჯანზე, რომელიც შეუერთდა ანტიირანულ ალიანსს და მჭიდროდ თანამშრომლობს თეირანის მთავარ მტერთან, ისრაელთან, ასევე რეგიონში ირანის მეტოქე თურქეთთან.

„რაც მალე დაასრულებს სომხეთი გზის მონაკვეთის მშენებლობას, მით უკეთესი. ირანი სატრანზიტო ქვეყნად სომხეთს აუცილებლად ანიჭებს უპირატესობას.

„ჩრდილოეთ-სამხრეთის“ დერეფნის ბენეფიციარები არიან რუსეთი და ინდოეთიც. ეს უკანასკნელიც დაინტერესებულია სომხური მარშრუტით. მაგრამ ბევრი რამ არის დამოკიდებული სომხეთზე, რამდენად სწრაფად შეძლებს დაფინანსების მოძიებას და გზის დასრულებას.

აზერბაიჯანის გავლით დერეფნის მშენებლობას რამდენიმე წელი დასჭირდება. ამავდროულად, ირანს აქვს ალტერნატიული მარშრუტები ჩრდილოეთით, მათ შორის კასპიის ზღვის გავლით“, – აღნიშნა ჰოსეინმა.

ნახეთ მეტი
Back to top button