რუსული იარაღის ერთი პარტია უკვე სომხეთშია, განუცხადა Azatutyun-ს პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის წევრმა გაგიკ მელქონიანმა.
მისი თქმით, იარაღის გადაზიდვა სომხეთში ბოლო ხანებში მოხდა.
გაგიკ მელქონიანის თქმით, ეს პარტია სომხეთს რუსეთთან ადრე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში გადაეცა.
ბოლო ხანებში ეროვნული ასამბლეის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ანდრანიკ ქოჩარიანმა კითხვას, იღებს თუ არა სომხეთი შეკვეთილ რუსულ იარაღს, უპასუხა „დიახ, გარკვეულწილად“.
„ისინი რაღაცას იძლევიან, არა იმ მოცულობის, რასაც ჩვენ ველოდებით ხელშეკრულების მოცულობის კუთხით, რაც გავაფორმეთ, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, დროთა განმავლობაში ეს საკითხი მოგვარდება“, – განაცხადა ქოჩარიანმა.
„თავისუფლების“ კითხვაზე, როდის და რა პარტია მიიღო სომხეთმა რუსეთიდან ადრე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, თავდაცვის სამინისტრომ მათ წერილობითი მოთხოვნის გაგზავნისკენ მოუწოდა.
44-დღიანი ომის შემდეგ სომხეთის მთავრობის წარმომადგენლები, მათ შორის პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი, რეგულარულად ჩიოდნენ, რომ სტრატეგიული მოკავშირე იარაღს არ აწვდიდა, თუმცა მასში ასობით მილიონი გადაიხადეს.