პოლიტიკა

ევროკავშირის საბჭო აფართოებს სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიას სომხეთში

ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა გაზარდოს თავისი სამოქალაქო სადამკვირვებლო მისია სომხეთში და განსაზღვროს მისი ფინანსური ხარჯები 2025 წლამდე.

„ჩვენ მივესალმებით ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას სომხეთში სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიის გაფართოების შესახებ. მისიის პერსონალის გაზრდა ხაზს უსვამს ევროკავშირის ერთგულებას რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების მიმართ“, – ნათქვამია მისიის X მიკრობლოგში.

ევროკავშირის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ 2023 წლის 23 იანვრიდან 19 თებერვლამდე პერიოდში გათვალისწინებული ძირითადი ფინანსური თანხა მისიასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფარად 39 მილიონ 35 ათასი ევრო იქნება.

2023 წლის დეკემბერში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა საკითხებში  ჟოზეპ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი გაზრდის თავისი სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიის რაოდენობას სომხეთში 138-დან 209-მდე.

2023 წლის 20 თებერვალს ევროკავშირმა გამოაცხადა სომხეთში ორწლიანი სამოქალაქო მისიის დაწყების შესახებ. მისიის მიზანია დაგეგმილი პატრულირების განხორციელება და სიტუაციის შესახებ მოხსენებების მიწოდება, სომხეთის სასაზღვრო რეგიონებში სტაბილურობის ხელშეწყობა, ევროკავშირის მხარდაჭერით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა.

2023 წლის 20 ნოემბერს სომხეთმა და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ევროკავშირის მისიის სტატუსის შესახებ.

ნახეთ მეტი
Back to top button