სპორტი

ნიკოლა ანელკას სომხეთში ფეხბურთის აკადემიის გახსნა აქვს გამიზნული

საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა წევრმა, ევროპის ჩემპიონმა ნიკოლა ანელკამ სომხეთში საფეხბურთო აკადემიის გახსნის განზრახვაზე  განაცხადა. ამის შესახებ ანელკამ “არმენპრესის” ინფორმაციით, ხორენ ჰოვჰანესიანის საფეხბურთო აკადემიის სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.

„ჩვენ მიზნად ისახავს აქ ახალი საფეხბურთო აკადემიის გახსნას. ვიცი, რომ თქვენს ქვეყანაში დიდი საფეხბურთო პოტენციალია. გარდა აკადემიის გახსნის ჩვენი მიზნებისა, გვაქვს იდეაც გავუმკლავდეთ ტექსტილის პროდუქციას, რომელიც მოემსახურება ბავშვებს. აქ ჩვენთვის დიდი საფეხბურთო შესაძლებლობები იხსნება. დარწმუნებული ვარ, კარგი ბავშვები არიან, მაგრამ მათთან უნდა ვიმუშაოთ. ფეხბურთელობა მათი დიდი ოცნებაა და რატომაც არა, ჩვენ შეგვიძლია მივცეთ ეს შესაძლებლობა”, – განაცხადა ანელკამ.

ფრანგი ფეხბურთელი ხორენ ჰოვჰანესიანის საფეხბურთო აკადემიის მოსწავლეების ვარჯიშს დაესწრო, მათთან ფოტო გადაიღო და ბავშვების ბურთებზე ავტოგაფი დატოვა.

ნიკოლა ანელკა საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში 2000 წლის ევროპის ჩემპიონატის ჩემპიონი გახდა. პროფესიონალური კარიერის განმავლობაში ის თამაშობდა პსჟ-ში, არსენალში, მადრიდის რეალში, ჩელსიში და სხვა რამდენიმე კლუბში.

ნახეთ მეტი
Back to top button