მთავარიპოლიტიკა

საფრანგეთის სენატის მიერ მიღებული რეზოლუციის მთავარი მაჩვენებლები

საფრანგეთის რესპუბლიკის სენატმა მიიღო რეზოლუცია სომხეთის მხარდასაჭერად და აზერბაიჯანის წინააღმდეგ სანქციების მოთხოვნით 336 ხმით 1-ის წინააღმდეგ. რეზოლუციის შესახებ დეტალები საფრანგეთში სომხეთის საელჩომ წარმოადგინა.

სხვა დებულებებთან ერთად საფრანგეთის სენატის რეზოლუცია მხარს უჭერს სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს;

გმობს აზერბაიჯანის მისი მოკავშირეების მხარდაჭერით 2023წლის  19 და 20 სექტემბერს განხორციელებული სამხედრო შეტევას მთიან ყარაბაღში;

მოუწოდებს აზერბაიჯანს, უზრუნველყოს სომეხი მოსახლეობის მთიან ყარაბაღში დაბრუნების  უფლება  მათი  უსაფრთხოებისა  და კეთილდღეობის გარანტიით;

მოუწოდებს აზერბაიჯანს  დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაიყვანოს ჯარები და მათი მოკავშირეები სომხეთის სუვერენული ტერიტორიიდან;

აცხადებს, რომ სომხეთს აქვს უფლება დაიცვას თავისი ტერიტორიული მთლიანობა და აქვს მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფის საშუალებები, მათ შორის სამხედრო საშუალებებით;

გმობს მთიანი ყარაბაღის პოლიტიკური ლიდერების თვითნებურ დაპატიმრებებს;

შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში მოუწოდებს მოხსნილი იქნას აზერბაიჯანის კულტურული ფასეულობების დაცვის სამთავრობათაშორისო კომიტეტიდან;

ხაზს უსვამს იუნესკოს ექსპერტთა საერთაშორისო ჯგუფის შექმნას და მის მისიას მთიან ყარაბაღში კულტურული და რელიგიური მემკვიდრეობის მდგომარეობის შესახებ საინფორმაციო ანგარიშის მოსამზადებლად.

იგი ასევე ხაზს უსვამს, რომ მიღებული იქნება ყველაზე მკაცრი ზომები,  მათ შორის აზერბაიჯანის ლიდერებს ჩამოერთმევა აქტივები, დაწესდება ემბარგო აზერბაიჯანის ნავთისა და გაზის იმპორტზე, აზერბაიჯანის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მიზნით.

რეზოლუციას თანაავტორები იყვნენ სენატის ყველა პოლიტიკური ფრაქციის ლიდერები: ბრუნო რატაიო, მარიზა კარერი, სესილ სოსერმანი, გიომ გონტარი, პატრიკ კანერი, ერვე მარსელი, კლოდ მალური და ფრანსუა პატრია, ასევე სენატში საფრანგეთ- სომხეთის მეგობრობის ჯგუფისხელმძღვანელი ჟილბერ-ლიუკ  დ’ვინაზი.

სხდომას სენატის ვიცე-პრეზიდენტი სოფი პრიმასი თავმჯდომარეობდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საფრანგეთის ახლადდანიშნული ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრი სტეფან სეჟურინი. რეზოლუციის მიღების სხდომას საპატიო სტუმრების სტატუსით ესწრებოდნენ სომხეთის ელჩი საფრანგეთში ჰასმიკ ტოლმაჯიანი და მთიანი ყარაბაღის წარმომადგენელი ჰოვჰანნეს  გევორგიანი.

ნახეთ მეტი
Back to top button