მთავარიპოლიტიკა

საფრანგეთის სენატმა მიიღო რეზოლუცია აზერბაიჯანის წინააღმდეგ სანქციების მოთხოვნით

საფრანგეთის სენატმა 336 მომხრე და ერთი წინააღმდეგი ხმით აზერბაიჯანის წინააღმდეგ სანქციების მოთხოვნით რეზოლუცია მიიღო.

“ARMENPRESS”-ის ცნობით, ამის შესახებ საფრანგეთში სომხეთის საელჩო იუწყება.

დღეს საფრანგეთის სენატმა განიხილა 2023 წლის 1 დეკემბერს შემოთავაზებული ინტერპარტიული რეზოლუცია, რომელიც მიზნად ისახავს „დაგმობოდეს აზერბაიჯანის სამხედრო აგრესია მთიან ყარაბაღში და თავიდან აიცილოს აგრესიის შემდგომი მცდელობები სომხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა“.

რეზოლუცია ასევე მოითხოვს სანქციების დაწესებას აზერბაიჯანის წინააღმდეგ და მოითხოვს მთიან ყარაბაღში სომეხი მოსახლეობის დაბრუნების უფლების გარანტიას.

ნახეთ მეტი
Back to top button