მთავარიპოლიტიკა

სომხეთის პრეზიდენტი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორს შეხვდა

დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მმართველ დირექტორს კრისტალინა გეორგიევას შეხვდა.

როგორც  სომხეთის  პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესრელიზიდან ირკვევა, საუბრისას ვაჰაგნ ხაჩატურიანმა მაღალი შეფასება მისცა სომხეთის ეფექტურ თანამშრომლობას საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და გამოთქვა რწმენა, რომ თანამშრომლობა უწყვეტი იქნება.

სსფ-ის მმართველმა დირექტორმა თავის გამოსვლაში განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება სომხეთის ბოლო წლების შთამბეჭდავ ფინანსურ მაჩვენებლებზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეგიონში სტაბილური და საბოლოო მშვიდობის დამყარების შემთხვევაში ეკონომიკური ზრდის უფრო ფართო შესაძლებლობები და მიმართულებები დაფიქსირდება.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე გაცვალეს აზრები მიმდინარე გამოწვევებზე და მათ გავლენაზე  მსოფლიო ეკონომიკის განვითარებასა და პროგრესზე.

ნახეთ მეტი
Back to top button