საქართველო ლიდერობს ქვეყნებს შორის, სადაც რუსებმა ბიზნესი გახსნეს 2023 წელს: Forbes
2023 წლის ბოლოს საქართველოში რუსების მიერ რეგისტრირებული ახალი კომპანიების საერთო რაოდენობა სულ მცირე 13000 სუბიექტს შეადგენდა. 2022 წლის თებერვლიდან 2023 წლის თებერვლამდე დაახლოებით 16000 ინდივიდუალური მეწარმე დარეგისტრირდა რუსეთის მოქალაქეებიდან.
მეორე ადგილზეა ყაზახეთი, სადაც 6100 ახალი კომპანია რუსი მფლობელებით დარეგისტრირდა. 2022 წელს რუსებმა ყაზახეთში 3500-მდე კომპანია დაარეგისტრირეს.
სომხეთში 2023 წელს რუსების მიერ გახსნილი კომპანიების რაოდენობა იყო 3400, ხოლო 2022 წელს – 7328.
მონტენეგროში რუსებმა ასევე შექმნეს 3400 ახალი იურიდიული პირი 2023 წელს, ხოლო 2600 კომპანია 2022 წელს.
სერბეთში 2023 წელს 3000 იურიდიული პირი გაიხსნება, 2022 წელს კი 6000.
თურქეთში 2023 წელს რუსებმა გახსნეს 2750 კომპანია, ხოლო რუსეთის მოქალაქეებზე რეგისტრირებული კომპანიების საერთო რაოდენობამ 23713 მიაღწია.