სომხეთში კოვიდ-ის გავრცელებასთან დაკავშირებით პრობლემური სიტუაცია არ აღინიშნება. ანაჰიტ ავანესიანი
2024 წლის იანვრის მდგომარეობით სომხეთში კოვიდ-ის გავრცელებასთან დაკავშირებით პრობლემური სიტუაცია არ არის.
ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა სრ ჯანდაცვის მინისტრმა ანაჰიტ ავანესიანმა.
„ამ დროისთვის კოვიდ-ის გავრცელების კუთხით პრობლემური მდგომარეობა არ გვაქვს“, – განაცხადა ავანესიანმა.
ავანესიანმა გრიპის სხვადასხვა შტამების გავრცელების საკითხთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ სრ ჯანდაცვის სამინისტრო ყოველ კვირას აქვეყნებს ინფორმაციას მოცირკულირე შტამების შესახებ. მისი თქმით, გავრცელებული შტამების გასული კვირის მაჩვენებლები ოდნავ აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს.
„ჩვენ ვაწარმოებთ მკაფიო კვლევას და ვიწყებთ მართვის სხვადასხვა ღონისძიებებს. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა სომხეთში სექტემბრიდან არის ხელმისაწვდომი“, – დასძინა მინისტრმა.