პოლიტიკა

აზერბაიჯანი, სამწუხაროდ, უარს ამბობს არსებულ პლატფორმებზე მოლაპარაკებების განახლებაზე  –  მირზოიანი

სომხეთი კეთილსინდისიერად არის ჩართული აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებში და ჩვენ მეტად ვართ დაინტერესებული რეგიონში მდგრადი მშვიდობის დამყარებით. ამის შესახებ სრ საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა დღეს, ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„დარწმუნებულები ვართ, რომ ეს მომგებიანი იქნება არა მხოლოდ სომხეთის მოსახლეობისთვის, არამედ რეგიონის სახელმწიფოებისთვისაც. თუმცა, ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი კონსტრუქციულობა ზოგჯერ მეზობლების ქცევაზე არ აისახება. ჩვენ ჩართული ვიყავით მოლაპარაკებებში, მათ შორის, ევროკავშირის მხარდაჭერით და ამჟამად ვხედავთ, რომ აზერბაიჯანი, სამწუხაროდ, უარს ამბობს არსებულ პლატფორმებზე მოლაპარაკებების განახლებაზე.

თუმცა ჩვენ დაინტერესებული ვართ მოლაპარაკებების გაგრძელებით. როგორც აღვნიშნე, ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ იმას, თუ ვინ უწყობს ხელს მოლაპარაკებას, არამედ იმ პრინციპებს, რის საფუძველზეც უნდა გაგრძელდეს მოლაპარაკებები.  ამ კონტექსტში, კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს არის ტერიტორიული მთლიანობა, საზღვრების აღიარება და განუყოფლობა, სუვერენიტეტის ურთიერთ აღიარება. ეს ის პრინციპებია, რის საფუძველზეც, ვფიქრობ, მშვიდობის შესახებ შეთანხმება უნდა მიღწეულიყო“, – განაცხადა მირზოიანმა.

ხორვატიის ან ზოგადად ევროკავშირის მონაწილეობასთან დაკავშირებით, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ხორვატიას და ევროკავშირს ჩვენი სასაზღვრო რეგიონების უსაფრთხოების უზრუნველყოფის კონტექსტში.

„მე უკვე ვახსენე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ხორვატიას და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მხარდაჭერისთვის. 2023 წლის სექტემბერში განხორციელებული სამხედრო ოპერაციების შედეგად ლტოლვილთა გადაუდებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად გაწეული მუშაობისათვის“, – განაცხადა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button