მთავარიპოლიტიკა

ბაქოდან მოსულმა განცხადებებმა შეიძლება შექმნას სამშვიდობო პროცესის მიზანმიმართულად ჩიხში მიყვანის შთაბეჭდილება – ფაშინიანი

ოფიციალური ბაქოდან მოსულმა განცხადებებმა შეიძლება შექმნას შთაბეჭდილება, რომ აზერბაიჯანს სურს მიზანმიმართულად მიიყვანოს სამშვიდობო პროცესი ჩიხში, მაგრამ ამ შემთხვევაშიც სომხეთი სტრატეგიას არ შეცვლის.

ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პარტია „სამოქალაქო შეთანხმების“ საინიციატივო ჯგუფის სხდომაზე განაცხადა, სადაც სამშვიდობო პროცესის დეტალები წარმოადგინა.

„ოფიციალური ბაქოს განცხადებებმა შეიძლება ისეთი შთაბეჭდილებაც კი შექმნას, თითქოს აზერბაიჯანს სურს მიზანმიმართულად მიიყვანოს სამშვიდობო პროცესი ჩიხში, შემდგომი რაღაც-რაღაც მიზნების გამო.  მაგრამ ამ ინტერპრეტაციითაც კი, ვფიქრობ, არ უნდა შევცვალოთ ჩვენი სტრატეგია. ჩვენი სტრატეგია იყო და უნდა იყოს სომხეთის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცება და დადასტურება ალმათის დეკლარაციაზე დაყრდნობით, რადგან ასე აღიქვამს ამას მთელი საერთაშორისო საზოგადოება, – განაცხადა პრემიერმა.

ფაშინიანის თქმით, თუნდაც აღმოჩნდეს, რომ აზერბაიჯანი მის მიერ ნახსენები ყველაზე ცუდი სცენარით ხელმძღვანელობს, ამან სომხური მხარის სტრატეგია არ უნდა შეცვალოს. სომხეთის სტრატეგია უნდა ეფუძნებოდეს ლეგიტიმაციას.

ნახეთ მეტი
Back to top button