საზოგადოება

ეკუმენური ლოცვა ქრისტიანთა ერთობისთვის

2024 წლის 19 იანვარს თბილისში ქრისტიანთა ერთობისათვის ლოცვა აღევლინა, რომელიც წლებია სრულდება სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის, საქართველოში რომაულ-კათოლიკური ეკლესიის, საქართველოში ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის და საქართველოში ევანგელურ-ბაპტისტური და ანგლიკანური ეკლესიების მიერ. წელს ეკუმენური ლოცვის ორგანიზატორი გახლდათ საქართველოში ევანგელურ-ლუთერული ეკლესია: ლოცვა აღევლინა თბილისის წმინდა პეტრესა და პავლეს სახელობის ევანგელურ-ლუთერულ ტაძარში. ამის შესახებ ცნობას ავრცელებს armenianchurch.ge.

ქრისტიანთა ერთობისთვის აღვლენილ ლოცვაში მონაწილეობდნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის რუსთავის „სურბ გრიგორ ნარეკაცის“ სახელობის სასულიერო, კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ხელმძღვანელი ღირსი მღვდელი ჰოვსეფ ჰარუთუნიანი და ეპარქიის დიაკვანი გევორგ ავეტისიანი.

ნახეთ მეტი
Back to top button