კულტურა

როგორ გამოიყურება კულტურული გენოციდი სომხებისთვის მთიან ყარაბაღში: TIME

2023 წლის სექტემბერში მთიანი ყარაბაღიდან 100 000-ზე მეტი სომეხის იძულებითი განდევნა  მოხდა. ძირძველი ხალხის ეს მასობრივი გასახლება მოჰყვა ცხრათვიან ალყას, რაც 19 სექტემბერს სისხლიანი სამხედრო თავდასხმით დასრულდა.

ამ კაცებმა, ქალებმა და ბავშვებმა, თავიანთი სიცოცხლის შიშით, მიატოვეს სკოლები და მაღაზიები, მინდვრები და ვენახები, თუნდაც წინაპრების სასაფლაოები. მათ ასევე დატოვეს ეკლესიები, დიდი და პატარა, უძველესი და უფრო თანამედროვე, დიდებული და სადა, სადაც ერთად იკრიბებოდნენ და საუკუნეების განმავლობაში ლოცულობდნენ.

ჩვენ კარგად ვიცით, რაც მოხდა ჯულფაში, ნახიჯევანში. მე-16 საუკუნის სომხური საფლავის ქვების პეიზაჟი აზერბაიჯანმა რამდენიმე წელიწადში აღაგავა პირისაგან მიწისა.  ჩვენ ვიცით, რა დაემართა ჯებრაილის ღვთისმშობლის ეკლესიას და სოფელ დიდ თაღერში არსებულ სომხურ სასაფლაოს – ორივე მთლიანად მიწასთან გაასწორა ბულდოზერებმა. ჩვენ ვიცით, რა ბედი ეწია შუშის ღაზანჩეწოცის საკათედრო ტაძარს. ეკლესია დაბომბეს, გრაფიტი  გაფუჭდა, სომხური გუმბათის გარეშე „აღადგინეს“ და ახლა „ქრისტიანულ“ ეკლესიად მოანთლეს.

ეს თავხედური ქმედებები,  როგორც ჟურნალისტი ჯოშუა კუჩერამ წერდა 2021 წლის მაისში, „კიდევ უფრო გვარწმუნეს, რომ [ბაქოს] შეუძლია თავისი ახლად აღდგენილი ტერიტორიების გადაკეთება ნებისმიერი იმიჯით, რაც მათ მოესურვებათ“.

ამ ძეგლების განადგურება ნიშნავს არა მხოლოდ კულტურის, არამედ ხალხის წაშლას. თუ ისტორია რაიმე სახელმძღვანელოა, ეთნიკურ წმენდას ჩვეულებრივ მოჰყვება ყველა სახის კულტურული განადგურება, ვანდალიზმიდან ლანდშაფტის სრულ განადგურებამდე. აზერბაიჯანის მიერ ეს ტაქტიკა გამოყენებული იქნება პატარა და ნაკლებად ცნობილ ეკლესიებთან. ისინი განადგურებულნი იქნენ პირწმინდად და ისეთი შთაბეჭდილება იქმენა,  რომ ადრეულ პერიოდში იქ სომხები არ ყოფილან.

ასევე ხდება  გაყალბება, რომელშიც სომხურ ძეგლებს ახლად შექმნილი ისტორია და კონტექსტი ეძლევა. მე-13 საუკუნეში აშენებული დადივანქისა და განძასარის მონასტრები შუა საუკუნეების სომხური ხუროთმოძღვრების ბრწყინვალე და დამახასიათებელი ნიმუშებია, მათ ახლა სახელი გამოუცვალეს და  დაარქვეს „ძველი ალბანური ტაძრები“.

და ბოლოს ადგილი ექნება  აზერბაიჯანის „მულტიკულტურალიზმის“ ტრიუმფს. ასე ხდება კულტურული გენოციდი.

ნახეთ მეტი
Back to top button