მთავარიპოლიტიკა

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის პირდაპირი კონტაქტები მეტ-ნაკლებად აქტიურია –  ფაშინიანი

ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პარტია „სამოქალაქო შეთანხმების“ საინიციატივო ჯგუფის სხდომაზე განაცხადა, სადაც სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესის დეტალები წარმოადგინა.

„ამ პერიოდში შუამავლობით და პირდაპირი კონტაქტების სხვადასხვა ეპიზოდები იყო. ახლა, ფაქტობრივად, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის პირდაპირი კონტაქტები მეტ-ნაკლებად აქტიურია. ძირითადად, არის სამუშაო არხები, განსაკუთრებით ჩემს აპარატსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის აპარატს შორის“, – განაცხადა პრემიერმა.

ამ არხებით 7 დეკემბერს მიიღეს ერთობლივი განცხადება, რის შედეგადაც აზერბაიჯანიდან სომხეთში 32 პატიმარი დაბრუნდა.

„სამუშაო თემაა სამშვიდობო შეთანხმების ტექსტზე მუშაობა“, – განაცხადა ფაშინიანმა.

პრემიერის თქმით, სომხეთი და აზერბაიჯანი სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტზე მუშაობენ და ერთმანეთის მიყოლებით უგზავნიან ერთმანეთს სხვადასხვა სახის წინადადებებს.

ნახეთ მეტი
Back to top button