საერთაშორისო

ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა საერთაშორისო თანამეგობრობას აზერბაიჯანში ჟურნალისტების დაკავებაზე რეაგირებისკენ მოუწოდეს

ხუთმა ცნობილმა ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ საერთაშორისო საზოგადოებას წინასაარჩევნო პერიოდში აზერბაიჯანში ჟურნალისტების დაკავებაზე რეაგირებისკენ მოუწოდა, წერს „ნოვოსტი-ჯორჯია“.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ბოლო თვეებში აზერბაიჯანში დაკავებული ჟურნალისტები კრიტიკულად აფასებენ ქვეყნის ხელისუფლების ქმედებებს ადამიანის უფლებების კუთხით.

„აზერბაიჯანის ხელისუფლების შეუწყნარებლობა განსხვავებული აზრის მიმართ ბადებს ეჭვს, რომ ჟურნალისტების წინასაარჩევნო დაკავებას წვრილმანი ხულიგნობის, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისა და კონტრაბანდის ბრალდებით პოლიტიკური მოტივი აქვს“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების ავტორებმა ასევე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ბოლო წლებში აზერბაიჯანში სამოქალაქო საზოგადოების მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და დამოუკიდებელი ჟურნალისტების მუშაობა გართულდა პოლიტიკური ზეწოლის გამო. პრესის თავისუფლების ინდექსში აზერბაიჯანი ამჟამად 151-ე ადგილზეა 180 ქვეყანას შორის.

ნახეთ მეტი
Back to top button