მთავარიპოლიტიკა

1991 წელს არსებული საზღვარი დოკუმენტური სახით უნდა რეპროდუცირება

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დელიმიტაციის პროცესმაახალი საზღვრები კი არ უნდა შექმნას, არამებ  საზღვარი, რომელიც არსებობდა 1991 წელს ან საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებს შორის, დოკუმენტური სახით უნდა იქნას  რეპროდუცირებული, როგორც ადმინისტრაციული საზღვარი.

ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პარტია „სამოქალაქო შეთანხმების“ საინიციატივო ჯგუფის სხდომაზე განაცხადა, სადაც სამშვიდობო ხელშეკრულებაზე მუშაობის დეტალები წარმოადგინა.

„არსებობს თუ არა წარმოდგენა იმაზე, თუ რა არის სომხეთის  ტერიტორიული მთლიანობა? ამ კითხვაზე არის პასუხი. 2022 წლის 6 ოქტომბერს პრაღაში მიღწეული იქნა შეთანხმება, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი აღიარებენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს 1991 წლის  ალმათის დეკლარაციის მიხედვით. ალმათის დეკლარაცია ეხება იმას, რომ საბჭოთა კავშირი წყვეტს არსებობას და მისის რესპუბლიკები  რესპუბლიკები, რომლებმაც ხელი აწერეენ ალმათის დეკლარაციას, აფიქსირებენ, რომ მათი ადმინისტრაციული საზღვრები ხდება სახელმწიფო საზღვრები. ჩვენ ვამბობთ, რომ ვეთანხმებით ამ პრინციპს.  ფაქტობრივად, პრაღაში მიიღეს ოთხმხრივი განცხადება, რომელიც აზერბაიჯანმაც მიიღო. ჩვენ ვამბობთ და აშკარაა, რომ დელიმიტაციის პროცესმა კი არ უნდა შექმნას საზღვრები, არამედ უნდა მოხდეს 1991 წლის ან დსთ ქვეყნებს შორის  არსებული საზღვრის  დოკუმენტური სახით რეპროდუცირება“, – განაცხადა პრემიერმა.

ნახეთ მეტი
Back to top button