სპორტი

იტალიის სუპერთასის გამარჯვებული ჰენრიხ მხითარიანი

დილა მშვიდობისა ჩემპიონებო. სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე ასეთი პოსტი გაავრცელა სომხეთის საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ჰენრიხ მხითარიანმა, რომელმაც “ინტერის” შემადგენლობაში იტალიის სუპერთასი მოიგო.

საუდის არაბეთში გამართულ ფინალში “ინტერი” “ნაპოლის” დაუპირისპირდა.

სომხეთის საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი ჰენრიხ მხითარიანი “ინტერის” სასტარტო გუნდში იყო და მთელ თამაშში მიიღო მონაწილეობა.

“ინტერმა” “ნაპოლი” 1:0 დაამარცხა და იტალიის სუპერთასი ზედიზედ მესამედ მოიგო. ფინალი რიადში 91-ე წუთზე ლაუტარო მარტინესის გოლმა გადაწყვიტა.

“მივესალმები იქ ყველა ჩვენს გულშემატკივარს”, – მიაწერა მხითარიანმა ფოტოს სოციალურ ქსელში.

ნახეთ მეტი
Back to top button