მთავარისაზოგადოება

სომხეთის სახელმწიფო ორგანოებში 200 დიასპორელი სომეხი სპეციალისტი იყო დასაქმებული

სომხეთის რესპუბლიკის დიასპორის საკითხებში მთავარი კომისრის აპარატი იწყებს განაცხადების მიღებას „iGorts“ 2024 პროგრამაზე, რომელიც დიასპორელ სომეხ პროფესიონალებს აძლევს შესაძლებლობას ერთი წლის განმავლობაში იმუშაონ სომხეთის სახელმწიფო ადმინისტრაციის 20-ზე მეტ ორგანოში. პროგრამაზე განაცხადი შეუძლიათ შეიტანონ დიასპორის სომეხმა პროფესიონალებმა, რომლებსაც აქვთ ბაკალავრის ხარისხი და მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება ან მაგისტრის ხარისხი (ან ექვივალენტი ან უფრო მაღალი) და 3 წლიანი პროფესიული მუშაობის გამოცდილება.

2024 წლისთვის განაცხადები მიიღება 4 მარტამდე სომხურ, ინგლისურ და რუსულ ენებზე. სპეციალისტები, რომლებმაც წარმატებით გაიარეს გასაუბრების ფინალური ეტაპი, მუშაობას სრ-ის შესაბამის განყოფილებებში მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან დაიწყებენ.

შერჩეულ მონაწილეებს ეძლევათ თვითმფრინავის ბილეთი (სომხეთის მიმართულებით და პირიქით), პროგრამის მსვლელობისას თვეში 336 000 დრამის საარსებო შემწეობა, ჯანმრთელობის დაზღვევა და ბინადრობის სტატუსის ერთწლიანი გადასახადი.

ჰ.ჰოვნანიანების საოჯახო ფონდის დაფინანსებით, პროექტის ფარგლებში 5 სპეციალისტს მიენიჭება შირაქის რეგიონში მუშაობის შესაძლებლობა.

სპეციალისტებს განაცხადის შევსება შეუძლიათ დიასპორის საკითხებში მთავარი კომისრის აპარატის ვებგვერდზე შემდეგ ბმულზე: http://diaspora.gov.am/hy/programs/25/fellowship.

“iGorts” პროგრამა მეხუთედ ხორციელდება. ეს არის სომხეთის რესპუბლიკის ისტორიაში განხორციელებული პირველი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც დიასპორის სომეხი სპეციალისტები მიწვეულნი არიან სამუშაოდ სრ მთავრობასა და სახელმწიფო დონეზე სხვა დეპარტამენტებში.

პროგრამის ფარგლებში სომხეთის სახელმწიფო ორგანოებში 200 დიასპორული სომეხი სპეციალისტი უკვე დასაქმდა. პროგრამის დასრულების შემდეგ მათგან 70 პროცენტზე მეტმა მიიღო მუდმივი სამუშაო სომხეთში, მათ შორის მაღალი თანამდებობების დაკავება.

პროექტი შეტანილი იქნა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საუკეთესო პრაქტიკის მონაცემთა ბაზაში, ასევე წარმოდგენილი იყო როგორც სანიმუშო პროექტი ევროკავშირის მომავლის ფორუმის ფარგლებში.

კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სრ დიასპორის საკითხებში მთავარი კომისრის ოფისს მისამართზე: [email protected].

ნახეთ მეტი
Back to top button