საერთაშორისო

ყაზახეთმა შესაძლოა თინა კანდელაკს ქვეყანაში შესვლა აუკრძალოს

ყაზახეთმა შესაძლოა რუს ტელეწამყვანს თინა კანდელაკს ქვეყანაში შესვლა აუკრძალოს. „დღეს და ხვალ ნუ მოელით ჩვენგან, მაგრამ სახელმწიფო ასეთ რამეს არასოდეს გაპატიებს. შესაძლებელია, ყაზახეთში ჩამოსვლასაც არ აპირებს, მაგრამ თუ ჩამოსვლას გადაწყვეტს, არ შეუშვებენ“, – განაცხადა ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა აიბეკ სმადიაროვმა.

მანამდე კანდელაკმა დაწერა პოსტი ყაზახეთში რკინიგზის სადგურების სახელის გადარქმევის შესახებ, სადაც გამოაცხადა „რუსული ენის გამოდევნის საფრთხის შესახებ“.

ნახეთ მეტი
Back to top button