პოლიტიკა

მირზოიანი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ესკალაციის შესაძლებლობას ხედავს

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ჯერ კიდევ არსებობს ესკალაციის საშიშროება.

ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ვფიქრობ, რომ ესკალაციის შესაძლებლობა ამ ეტაპზე ჯერ კიდევ არსებობს. ყოველ შემთხვევაში, ის რიტორიკა, რომელსაც აზერბაიჯანის პრეზიდენტის ინტერვიუში ვხედავთ, წამითაც არ გვაძლევს სიფხიზლის მოდუნების საშუალებას“, – განაცხადა მირზოიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ალიევის ინტერვიუში იყო დაუფარავი ტერიტორიული პრეტენზიები სომხეთის რესპუბლიკის სუვერენული ტერიტორიის მიმართ. „ჩვენ ვნახეთ, როგორ ასახელებენ სომხეთის ამა თუ იმ ქალაქს ან რეგიონს დამახინჯებულად, დიდწილად მთელ სომხეთის რესპუბლიკას დასავლეთ აზერბაიჯანს უწოდებენ. ესკალაციის შესაძლებლობა ყოველთვის არის. გაიზრდება თუ არა ეს ალბათობა სხვადასხვა ქვეყანაში არჩევნების დროს? ვფიქრობ, რომ რაციონალური იქნება რომ ასე ვიფიქროთ“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ნახეთ მეტი
Back to top button