მთავარიპოლიტიკა

საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ სომხეთს  არ აქვს აღებული ვალდებულება რაიმე დერეფნის გახსნის შესახებ

საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადების გაუქმების მიზანშეწონილობაზე ისაუბრა. როგორც “Armenpress”-ი   იტყობინება, მირზოიანმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ რთულია ხელმოწერის უკან გამოწვევა იმისაგან რაც არ მუსაობს.  

„რაზეა საუბარი, თუ სამი მხარიდან  ორმა დაარღვია ეს განცხადება რამდენიმე პუნქტით? ყოველ შემთხვევაში, სომხეთის რესპუბლიკა ყოველთვის ერთგული  იყო იმ ვალდებულებების ნაწილის მიმართ, რომელიც აღებული ჰქონდა და დღესაც ერთგულია. სამწუხაროდ, დანარჩენი ორი მხარე ასე არ მოიქცა და მტკიცებულებები უფრო მეტია, ვიდრე თვალსაჩინო და ხელშესახები, მათ შორის და პირველ რიგში მთიანი ყარაბაღისა და ლაჩინის დერეფნის შესახებ“, – განაცხადა მირზოიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთის რესპუბლიკას არანაირი ვალდებულება არ აუღია რაიმე დერეფნის შექმნასთან დაკავშირებით.

„არც 9 ნოემბრის განცხადების მე-9 პუნქტით, არც 11 იანვრის შემდგომი განცხადებით, რომელიც ბევრად უფრო დეტალურად არის წარმოდგენილი და ხსნის მე-9 პუნქტს, და არც რაიმე შემდგომი განცხადებით მას არ აუღია რაიმე ვალდებულება“, – განაცხადა მირზოიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთის რესპუბლიკა არა მხოლოდ მზად არის, არამედ დაინტერესებულია რეგიონის სატრანსპორტო და ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განბლოკვით.

ნახეთ მეტი
Back to top button