ეკონომიკა

სრ-ის 18 კომერციული ბანკის წლიური ჯამური კაპიტალი წინა წელთან შედარებით 13.5%-ით გაიზარდა. სბგ

სომხეთის ბანკების გაერთიანების მიერ შეჯამებული სტატისტიკური მონაცემებით, 2023 წ. სრ-ის 18 კომერციული ბანკის წლიური ჯამური კაპიტალი წინა წელთან შედარებით 13,5%-ით გაიზარდა და 1484 მლრდ. დრამი (დაახლოებით 3 მლრდ. 710 მლნ აშშ დოლარი) შეადგინა.

2023 წლის მთლიანი აქტივები 9.5%-ით გაიზარდა და 9 191 მლრდ. დრამი (დაახლოებით 23 მლრდ. აშშ დოლარი) შეადგინა.

კომერციული ბანკების მთლიანი ვალდებულებები 2023 წელს 2022 წელთან შედარებით გაიზარდა დაახლოებით 618 მლრდ დრამით (დაახლოებით 1,5 მლრდ. აშშ დოლარი) (8.7%) და შეადგინა 7 707 მლრდ. (დაახლოებით 19 მლრდ. აშშ დოლარი) ამავე პერიოდში კლიენტების წინაშე ვალდებულებები 459 მლრდ-ით დრამით (დაახლოებით 1,05 მლრდ. აშშ დოლარი) გაიზარდა, (9.1%), რაც 5 503 მლრდ დრამს (დაახლოებით 1,45 მლრდ. აშშ დოლარი) შეადგენს.

კლიენტებისთვის გაცემული კრედიტებმა და სესხებმა 2023 წლის მაჩვენებლების მიხედვით შეადგინეს 5,036 მლრდ. დრამი (დაახლოებით 1,35 მლრდ. აშშ დოლარი), 2022 წელი (4 174 მლრდ. დრამი), (დაახლოებით 1,05 მლრდ. აშშ დოლარი), ზრდამ 20,6% შეადგინა.

2023 წლის შედეგების მიხედვით, საბანკო სისტემამ დაახლოებით 230 მლრდ. დრამის  (დაახლოებით 0,6 მლრდ. აშშ დოლარი) მოგება მიიღო, 2022 წელთან შედარებით მაჩვენებელი 9,2%-ით შემცირდა.

ნახეთ მეტი
Back to top button