მთავარიპოლიტიკა

27 და 28 იანვარს, 14 ევროპული ქვეყნის 50-ზე მეტ ქალაქში გაიმართება ღონისძიებები არცახის მხარდასაჭერად

პან-ევროპული მოძრაობა „ევროპელები არცახისთვის“ აწყობს ღონისძიებების სერიას არცახის (მთიანი ყარაბაღის) მკვიდრი სომეხი მოსახლეობის მხარდასაჭერად. ღონისძიებები 27 და 28 იანვარს ევროპის 14 ქვეყნის 50-ზე მეტ ქალაქში გაიმართება.

ღონისძიებები იგეგმება ავსტრიაში, ბელგიაში, ბულგარეთში, კვიპროსში, ჩეხეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, საბერძნეთში, რუმინეთში, ესპანეთში, შვედეთში, შვეიცარიაში, ნიდერლანდებსა და გაერთიანებულ სამეფოში.

ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მოქალაქეები შეუერთდებიან ძალებს სხვადასხვა აქციებისა და შეკრებების გზით და მოუწოდებენ თავიანთი სახელმწიფოს მეთაურებს და ევროკავშირის ხელმძღვანელობას:

1. მკაფიოდ და ცალსახად დაგმოს აზერბაიჯანის გენოციდური პოლიტიკა არცახის/მთიანი ყარაბაღის ძირძველი სომეხი მოსახლეობის მიმართ.

2. დააწესოს ინდივიდუალური მიზანმიმართული სანქციები  აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის წინააღმდეგ, რომელიც მონაწილეობდა ლაჩინის დერეფნის უკანონო ბლოკადაში, ცეცხლის შეწყვეტის დარღვევებში, 19 სექტემბრის თავდასხმაში და არცახის/მთიანი ყარაბაღის მკვიდრი სომეხი მოსახლეობის ეთნიკურ წმენდაში.

3. გამოიყენოს ყველა არსებული ბერკეტი, რათა აიძულოს აზერბაიჯანი დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს 2020 წლის 27 სექტემბრიდან დატყვევებული ყველა სომეხი ტყვე, სამოქალაქო მძევალი და სამხედრო ტყვე, ასევე გაათავისუფლოს არცახი/მთიანი ყარაბაღის ყოფილი და მოქმედი ხელმძღვანელობა, რომლებიც გაიტაცეს 2023 წ. სექტემბრის ბოლოს.

4. წვლილი შეიტანოს უსაფრთხოების ხელშესახები საერთაშორისო გარანტიების ჩამოყალიბებაში, რაც საშუალებას მისცემს არცახის/მთიანი ყარაბაღის ძირძველ სომხურ მოსახლეობას ისარგებლოს სამშობლოში დაბრუნების განუყოფელი უფლებით, ასევე, უზრუნველყოს არცახი/მთიანი ყარაბაღი საერთაშორისოდ გარანტირებული თვითმმართველობის სტატუსით და მხარი დაუჭიროს ამ უფლებას.

5. ეფექტური ზეწოლა მოახდინოს აზერბაიჯანზე, რათა გამოირიცხოს აგრესიის ნებისმიერი საშუალება სომხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ და ნებისმიერი ქმედება, რომელიც ემუქრება სომხეთის სუვერენიტეტს.

6. ადეკვატური დახმარება გაუწიოს სომხეთს არცახიდან/მთიანი ყარაბაღიდან იძულებით გადაადგილებული სომხების ნაკადის მართვაში.

პლატფორმის ,,ევროპელები არცახისთვის“ შესახებ  დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს europeansforartsakh.eu.

„ევროპელები არცახისთვის“ არის პან-ევროპული კოოპერატიული პლატფორმა/მოძრაობა, რომელიც აერთიანებს სომხური თემის წარმომადგენლობით ორგანოებს, რომლებიც მოქმედებენ ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს 15 წევრ ქვეყანაში.

მოძრაობის „ევროპელები არცახისთვის“ პირველი ინიციატივა იყო წერილი, რომელიც მიემართა ევროკავშირის ხელმძღვანელობას მთიანი ყარაბაღის/არცახის სომეხი მოსახლეობის მხარდაჭერის მიზნით. წერილს ხელს აწერს 500-ზე მეტი ევროპული ასოციაცია.

პლატფორმის მისიაა მოქალაქეების მობილიზება, რათა მხარი დაუჭირონ არცახის/მთიანი ყარაბაღის ძირძველი სომეხი მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს, ამავდროულად ამ საკითხის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ევროპის პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ სფეროებში.

ნახეთ მეტი
Back to top button